რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე

28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო. კომპანიაში მიიჩნიეს, რომ პროექტის ირგვლივ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოების მეტი ჩართულობა.

საჯარო  განხილვაზე, პროექტის პრეზენტაციისას, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ აღნიშნა, რომ მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ისეთი სამშენებლო მასალები, როგორიცაა ხე, ქვა და მინა, რაც აბსოლუტურად თავსებადია მთის კურორტის არქიტექტურასთან. მისივე თქმით, შენობების მაქსიმალური სიმაღლე, სახურავის ჩათვლით, 19 მეტრს არ  აღემატება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ჩოხატაურისმოსახლეობასადასამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. დაისვა არა ერთი მწვავე და საინტერესო შეკითხვა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა კითხვაზე გაგვეცა არგუმენტირებული, დეტალური პასუხი და ვფიქრობ, ეს შევძელით“,_ აღნიშნა„ორბიჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.

საჯარო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: სამშენებლო არეალის ეკოლოგიური ზემოქმედების შეფასება, კურორტის ინფრასტრუქტურული მოწყობის გეგმა, ადგილობრივი მოსახლეობის და საქმების პერსპექტივები და რეგიონის ეკონომიკური სარგებელი. როგორც შეხვედრაზე ითქვა, კომპანიისთვის პრიორიტეტული ბახმაროს უნიკალური ეკოსისტემის დაცვა და კურორტის მდგრადი განვითარებაა.

„კიდევ ერთხელ დავაფიქსირე თჩვენი პოზიცია, რომ„ორბი ჯგუფისთვის“ბახმაროს პროექტი არ არის რიგითი მშენებლობა, ეს არის გამორჩეული მნიშვნელობის საქმე. ზუსტად ამიტომ გვყავს ჩართული მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული ბიურო Rafaeldela-Hoz, რათა სრულად  დავიცვათ  ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი, ეკოსისტემა და, ამავდროულად, შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს რეგიონს და დაასაქმებს ასობით ადგილობრივს“, – განაცხადაირაკლი კვერღელიძემ.

შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ადგილობრივმა მოსახლეობამაც. როგორც შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობა და ეკოლოგიური რისკების სწორი შეფასება.

„არ წარმოვადგენ არც ერთ დაინტერესებულ მხარეს და არც რომელიმე იდეოლოგიური ქოლგის ქვევიდან გესაუბრებით. გულწრფელად, ყველას გვაინტერესებდა, რამდენად ჰარმონიზებული იქნებოდა ლანდშაფტთან ის, რასაც აშენებთ; რამდენად იქნებოდა დაცული ეკოსისტემა, ავთენტურობა და რამდენად შენარჩუნდებოდა ბახმაროს ხიბლი. ამიტომაც, შეიძლება იყოს მწვავე შეკითხვები და დისკუსია. ცხოვრება წინ მიჰყავს ჯერ ეჭვს  და მერე- რწმენას.

ყველას გვეშინია, რომ არ  ჩაბეტონდეს ბახმარო  და თავისი ავთენტურობა არ დაკარგოს. ამიტომაც ჩემთვის, როგორც რიგითი ჩოხატაურელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დღეს და მომავალშიც, როცა კიდევ გამართავთ ასეთ შეხვედრებს, მოვისმინო  ისეთი ადამიანის შეფასებები, რომელიც დაინტერესებული მხარე არ იქნება; რომელსაც ექნება ჩატარებული კვლევები და ისაუბრებს იმ მეთოდოლოგიებზე, რომლითაც ესკვლევები ჩატარდა. გვაინტერესებს, ბახმაროს გარემოზე რა ზემოქმედება ექნება თქვენს მშენებლობას და ეს ზემოქმედება როგორ იქნება შეფასებული.

ბუნებრივია, ბევრი კითხვა გვიჩნდება. ბუნებას თავისი წესი და წესრიგი აქვს. მე არ ვამბობ, რომ ვაჟა-ფშაველას დარად  ვიყოთ, გვესმოდეს ბუნების ენა და ვიცოდეთ, რომ „ყველა საცთურმე ენა აქვს, არა ყოფილა ურჯულო“, მაგრამ რაღაცები რომ უნდა გავითვალისწინოთ, ფაქტია. ამიტომაც იმის თქმა მინდა, რომ შემდეგში ძალიან კარგი იქნება, თუ მოვისმენთ ნეიტრალურ პოზიციას _ თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ, მაინც მხარე ბრძანდებით. ერთი შეხედვით, თქვენი მოსაზრებები მოსასმენად  ძალიან საინტერესო და კარგი იყო, მაგრამ მაინტერესებს დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება“, – განაცხადა პედაგოგმა ნანა მგალობლიშვილმა, რომელიც ბახმაროს პროექტის საჯარო განხილვას ესწრებოდა.

ამასთან, შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა მოქალაქემ დადებითად შეაფასა კომპანიის მიერ პროექტის კონცეფციის შეცვლა და აღნიშნა, რომ მეტი  ჩართულობისთვის, შეხვედრის თარიღის გაცილებით  ადრე დაანონსება უფრო ეფექტური იქნებოდა.

„კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. 2 წლის წინანდელი გამოცდილებით მიხვდნენ, რომ გურულების იგნორირებით აღარ გამოვა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ, ამ შეხვედრის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, რადგან ერთი დღით ადრე დაანონსეს და ჩემს ირგვლივ ვერავინ შეძლო მოსვლა. გურულებმა, ასე თუ  ისე, არ იცოდნენ  ამ შეხვედრის შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტს — პროექტის შეფასების გაკეთება გამიჭირდება, რადგან მე ვნახე მხოლოდ ლამაზი ფოტოები და ფოტოებით ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: რადიკალურად  სხვა პროექტია და ეს უკვე ნიშნავს აღიარებას, რომ   აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ, გურულები, არასდროს მივატოვებთ  ბახმაროს ინტერესებს და ჩვენს გარეშე ვერაფერი ვერ გადაწყდება“, – აღნიშნა, შეხვედრის მონაწილე, თორნიკე ანთიძემ.

შეხვედრაკითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „ორბი ჯგუფმა“ გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც მოისმინოს ალტერნატიული მოსაზრებები და განიხილოსკონსტრუქციული წინადადებები, რომლებიც პროექტის კიდევ უფრო დახვეწასა და კურორტის ინტერესებზე მორგებას შეუწყობს ხელს.

იამზე ვაჩეიშვილის ფოტოები

მსგავსი სტატიები

  • 96
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 95
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 95
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 92
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 92
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…