დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.
_„ნინო თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, რა დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და მასაც ჩაარტყეს თავში ნიჩაბი. ჩემთვის ეს დღე ძალიან დიდი ტკივილი და დიდი სიამაყეა. ქვეყანამ ღირსეული პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. ვხედავთ, ათეული წლების შემდეგაც როგორ მოდიან ამ დღეს ადამიანები ნინოს ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ეს არის დღე, რომელსაც ტკივილი და სიამაყის განცდა ერთდროულად ახლავს“ – გვითხრა ნინო თოიძის დამ ქეთევან თოიძემ.
„ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 37 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი აგრესია, რომელიც დაატყდა ჩვენს ქვეყანას და იმსხვერპლა 21 ადამიანის სიცოცხლე. ნინო თოიძე იქცა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ…. 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა მრავალპარტიული არჩევნები, სადაც კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „მრგვალი მაგიდა _თავისუფალი საქართველო“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლითაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე _ სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა, რომელთა 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი “_გვითხრა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ცნობილმა მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა.
22 წლის ნინო თოიძე 37 წლის წინ რუსთაველის გამზირზე რუსმა სამხედროებმა მოკლეს.
მსგავსი სტატიები
- 76
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 75
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 75
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ… - 75
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,… - 73
ისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…