გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა.

აღინიშნა, რომ მერებთან და სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციით მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდეს და მოქალაქეებს ამ მხრივ დაბრკოლებები არ შეექმნათ. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები