იტალიაში ქართველი ემიგრანტების ერთი ჯგუფის მიწვევით იმყოფებოდა ცნობილი პოეტი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი:
„ორი კვირაა, რაც დავბრუნდი მარადიულ ქალაქ, როგორც მას უწოდებენ ,,მსოფლიო დედაქალაქ’“ რომში ვიზიტიდან. ეს იყო მსოფლიო კულტურის ყველაზე მაღალ მწვერვალებთან შეხვედრა _ ნამდვილი კულტურული შოკი, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე მემახსოვრება. მთელი ქალაქი, თითქმის ყველა ქუჩა, უნიკალური მუზეუმია, რაც ვნახე და განვიცადე: მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ტიციანი…. ვატიკანის მუზეუმი_ გვირგვინად ,,სიქსტის კაპელა“, წმინდა პეტრეს სახელობის ტაძარი საოცრება, კაპიტოლიუმი, ველა ბორგეზეზე _რუსთაველის ბიუსტის შემოფეთება… და ასევე გეგონება სასრული აღარ აქვსო _ არქიტექტურულ ძეგლთა, ქანდაკებათა, ფრესკულ და ფერწერულ ქმნილებათა უკვდავი შედევრები.
ემოციური, ამაღელვებელი შეხვედრა მონატრებულ ძვირფას ჩემს მასპინძლებთან, ჩემი შემოქმედებითი საღამო რომის ქართულ თეატრ ,,მარგალიტებთან“, იქაურ ქართველ ემიგრანტებთან.
დიდი მადლობა რომაულ დღეებში ჩემ მიმართ გამოჩენილი გულითადობისათვის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ლუარა ნიჟარაძეს და მწერალსა და მხატვარ ლია ჩიქოვანს.“_წერს იგი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 69
- 69
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 66
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,… - 65
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 63

