ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის – „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილეებთან, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
აღნიშნული გამოცემა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის“ მიერ მომზადდა, ხოლო მისი ხელახალი გამოცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გამოცემა ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს – „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (2017), რომელსაც თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული ჩაწერილი აუდიონიმუშები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმის პრემიერა, რომელიც ტრისტან სიხარულიძის შემოქმედებას ეძღვნება. შესრულდა ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების — „შვიდკაცა“, „შემოქმედი“ და „რეხეული“ — მუსიკალური ნომრები.
კონცერტში, ასევე, მონაწილეობდნენ თბილისის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები
მსგავსი სტატიები
- 71
- 71
გაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის… - 71
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 69
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ფოლკლორისტისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 86 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „შავი შაშვი ჩიო-ოო-დააა..."… - 67
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
