გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს გიგლა თამაზაშვილსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ის პრიორიტეტული ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც წყალსამეურნეო სისტემების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებული გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრის გზებსა და კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც შესაბამისი უწყებების ჩართულობით დამატებით დამუშავდება

მსგავსი სტატიები