ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან არსებული თეატრალური სტუდიის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის „ციცინათელების სასაფლაო“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასო ჩიგოგიძე, ხოლო ინსცენირება და დადგმა ეკუთვნის ოზურგეთის თეატრის მსახიობსა და თეატრალური სტუდიის პედაგოგს, ლუკა მეგრელაძეს. სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრალური სტუდიის მოსწავლეები ლუკა ჯულაყიძე და ქრისტინე დოლიძე.
სპექტაკლი ეფუძნება ცნობილი იაპონური ანიმაციური ფილმის Grave of the Fireflies („ციცინათელების სასაფლაო“) სიუჟეტს. წარმოდგენის სცენური ვერსია ქართულ რეალობასთან არის ადაპტირებული და 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ მოვლენებსა და მის მძიმე შედეგებს ასახავს.
პრემიერის დასრულების შემდეგ ვასო ჩიგოგიძემ, აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის ხილვას, თუ როგორ აგრძელებს მის მიერ წლების წინ დაფუძნებული თეატრალური სტუდია ახალგაზრდების პროფესიულ და შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნვას, მათთვის სცენური გამოცდილების გაზიარებასა და ქართული თეატრის მომავალი თაობის აღზრდას. თეატრალური სტუდიის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, პრემიერა მიულოცა და შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

მსგავსი სტატიები

  • 95
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 94
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 94
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 93
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 93
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…