სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ახალგაზრდულ ფესტივალს დაესწრო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაზე გაიმართა სპორტული ტურნირები ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში; მოეწყო ახალგაზრდების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური, სახელოვნებო რესურსების გამოფენა და მასტერკლასები; წარმოდგენილი იყო კოლეჯ „ჰორიზონტისა“ და ოზურგეთის ტექნოპარკის საინფორმაციო კუთხეები, გაიმართა პანელური დისკუსია „ღია მიკროფონი”.
მსგავსი სტატიები
- 73
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,ლაზარე, გამოვედ გარე!“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ბაია კვიციანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა. კომპოზიციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები, სკოლის… - 73
- 73
ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ,,25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გურიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა. მონაწილეებს გამარჯვება გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან დარსალიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მიულოცეს. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს… - 72
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 71
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
