დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პაატა კუნჭულიას განცხადება.

„ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ ვაკეთებ განცხადებას მე, როგორც მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობის დატოვების შესახებ.

თანამდებობაზე დაკავების პირველივე დღიდან, ჩემი ყველა ნაბიჯი , გადაწყვეტილება და საქმიანობა ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ოზურგეთელების ინტერესებს და მათ რეალურ  საჭიროებებს. არასრულ ერთ წელში, ჩვენმა გუნდმა შეძლო და განახორციელა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე  მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი.

დღეს ოზურგეთი, ბიუჯეტის ათვისებისდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების მაჩვენებლით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ნამდვილად  ვამაყობ იმ კონკრეტული შედეგით, რომლებსაც ამ მცირე დროში ერთობლივი შრომით მივაღწიეთ. და მიხარია, რომ ჩემი მცირედი წვლილი შევიტანე ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებასა და განვითარებაში.

ამ წარმატებისა და პროგრესის ფონზე, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორი მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან  განხორციელებულ დადებით ცვლილებებზე.

ამასთანავე, არ ვარიდებ თვალს იმ რეალობას, რომ ხელოვნურად შექმნილი გამოწვევების ფონზე _სამწუხაროდ, კონკრეტული პირებისგან ვერ ვიგრძენი ის სათანადო მხარდაჭერა და თანადგომა, რაც ასე საპასუხისმგებლო პოზიციაზე საქმიანობას სჭირდება.

არ დავფარავ, რომ ამ გარემოებამ გარკვეული გულისყრომა გამოიწვია და თავისი როლი ითამაშა ჩემი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა ეს არ ყოფილა მთავარი მიზეზი.პოლიტიკურ პროცესში ყოფნა და ამ პასუხისმგებლობის ზიდვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველას _ სათანადოდ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც წლებია პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს შიდა თუ გარე შემოტევებს და მტკიცედ დგანან ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე.

მადლობას ვუხდი თითოეულ ოზურგეთელს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ უდიდესი პატივისათვის, რასაც ჩემი კუთხისა და ხალხის მსახურება ჰქვია.

პაატა კუნჭულია,

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.“ _წერია განცხადებაში.

 

_ვიღაცას ეგონა, დაიშლებოდა საკრებულო. ჩვენ კუნჭულიას გუნდი კი  არა, „ქართული ოცნების“ გუნდი ვართ-განაცხადა დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დავით დარჩიამ.

როცა ტატა ბარამიძემ განაცხადა, რომ იგი კუნჭულიას გუნდის წევრია და უნდა წავიდეს, ვუთხარი, რომ იგი სოფელ მერიის ამომრჩეველმა აირჩია და დარჩენილიყო მაჟორიტარ დეპუტატად, თუმცა მან უარი განაცხადა.

გაზაფხულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მერის არჩევნების გარდა, სოფელ მერიის მაჟორიტარსაც ავირჩევთ _თქვა დავით დარჩიამ.

როგორც იცით ტატა ბარამიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე იყო.

მსგავსი სტატიები

  • 93
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 90
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 89
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 89
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 87
    26 მაისს,ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს.