აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში „დიდი ოცეულის” შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„მოვიწვიეთ პრეზიდენტი პუტინი „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობაა მისთვის ისაუბროს არა მხოლოდ პრეზიდენტთან [ტრამპთან], არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. იმედი გვაქვს, რომ ის მიიღებს ამ მოწვევას…

მათ უკვე არაერთხელ ჰქონდათ საუბარი. არ ვიცი რაოდენობა, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა, მათ მინიმუმ 12-ჯერ ისაუბრეს. ასე რომ, ღია ვრჩებით ჩართულობისთვის.

რა თქმა უნდა, მთავარი იდეაა შეხვედრა, რომელიც შედეგს მოიტანდა და ეს დიდწილად იმას ნიშნავს, რომ წინასწარ ბევრი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. მაგრამ თუ არა, შესაძლოა, თუ პრეზიდენტი პუტინი დაესწრება „დიდი ოცეულის“ შეხვედრას დეკემბერში, ეს ნამდვილად იქნება მათთვის შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ“, _ განაცხადა რუბიომ.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 67
    უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდისუკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა.                               ღია წერილი             რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს                …
  • 67
    უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პარასკევს, 16 მაისს, ის სტამბოლში თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. ასევე ცალკე საუბრები გაიმართება სხვა ამერიკელ წარმომადგენლებსა და „დაბალი დონის“ რუსულ დელეგაციას შორის. „იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები უკრაინასა და…
  • 66
    ჯეი დი ვენსი - არ არსებობს შანსი, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოსაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის…
  • 66
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
  • 65
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…