რუსეთში დათვების დასახლებულ პუნქტებში გამოჩენისა და ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
29 წლის სნეჟანა კოროლევას ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. ის ალთაიში ისვენებდა – შეყვარებულთან, ივანთან ერთად, ტყეში იმყოფებოდა, როდესაც დათვი დაესხა თავს. მტაცებელმა ქალი მდინარისკენ წაათრია. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისულმა მონადირეებმა გოგონას გადარჩენა სცადეს, თუმცა მისი დახმარება ვეღარ შეძლეს.
ტრაგედია აგვისტოში მოხდა. მომხდარის დეტალებზე მონადირეებმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრეს..
მონადირეების განმარტებით, დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენება აკრძალული იყო, ამიტომ ისინი დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით უნდა გადასულიყვნენ. ამ დროისთვის სხვა დამსვენებლებს უკვე დარეკილი ჰქონდათ 112-ზე და ქალის გადარჩენას თავადაც ცდილობდნენ.
საბოლოოდ, მდინარისკენ ოთხი მამაკაცი გაემართა, მათ შორის სნეჟანას შეყვარებული ივანიც. მათ მხოლოდ ნაჯახი, დანა და სანადირო სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდათ.
ერთ-ერთი მონადირის თქმით, მათ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელმა ღამის პირველი საათის შემდეგ დაურეკა და შეატყობინა, რომ დათვმა ადამიანი გაიტაცა. სიბნელის გამო მონადირეები ვერაფერს ხედავდნენ, თუმცა მტაცებლის მოძრაობის ხმა ესმოდათ. მოგვიანებით დათვი მათაც დაესხა თავს.
მამაკაცების თქმით, მათ ახლომახლო კარავი შენიშნეს, შემდეგ კი სისხლიან კვალს გაჰყვნენ. მდინარესთან მიმოფანტული ნივთები და სისხლიანი ქვები დახვდათ. მონადირეებმა მტაცებლის მოკვლა შეძლეს.
ყველაზე მძიმე დეტალი ისაა, რომ სნეჟანა თავდასხმის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ცოცხალი იყო. მონადირეების მონათხრობის თანახმად, მდინარის მხრიდან მისი ყვირილი ისმოდა. გოგონა დახმარებას ითხოვდა და, როგორც ჩანს, წინააღმდეგობის გაწევასაც ცდილობდა.
„ნაპირზე გამოათრია. როგორც ბიჭი გვიყვებოდა, ის ჯერ კიდევ ყვიროდა, მაგრამ როცა ახლოს მივედით, უკვე გაჩუმებული იყო“, – იხსენებს ერთ-ერთი მონადირე.
მომხდარის შემდეგ სნეჟანას ოჯახის წევრებმა მისი შეყვარებული უმოქმედობაში დაადანაშაულეს. თუმცა მონადირეების თქმით, მან ყველაფერი გააკეთა ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად.
„როცა მას ადანაშაულებენ, თითქოს არასწორად მოიქცა, ეს ასე არ არის. ის ღირსეულად იქცეოდა. მისი დადანაშაულება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც დათვთან შეხვედრის გამოცდილება არასდროს ჰქონია“, – განაცხადა მონადირემ.
წყარო: ამბები.გე
მსგავსი სტატიები
- 82
ამაზონის ჯუნგლებში თვითმფრინავი ალიგატორებით დასახლებულ ჭაობში ჩამოვარდა - ის ადგილობრივმა მეთევზეებმა პარასკევს, ბოლივიის ამაზონასის რეგიონში იპოვეს. ბენის დეპარტამენტის საგანგებო ოპერაციების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი გადაარჩინეს - სამი ქალი, ერთი ბავშვი და 29 წლის პილოტი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ცენტრალურ ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის რადარიდან… - 81
ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული 30 წლის მამაკაცია. როგორც იქ მომუშავე ოზურგეთელმა ბ. გ-მ გვითხრა, დაღუპული საქართველოს მოქალაქე… - 81
პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში რელსებიდან გადასული მატარებელი ჩანს, რომლის გარშემოც მაშველები დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, პიოტრ მალეფშაკის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სატვირთო… - 81
კანადაში, კვებეკის პროვინციაში, ქალაქ მონრეალიდან 50 კილომეტრში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს საჰაერო ხომალდი ცეცხლმოკიდებული დახვდათ. ტრაგედია პატარა ქალაქ სენტ-ბრიჟიდ-დ'იბერვილში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შაბათს ნაშუადღევს, ადგილობრივი დროით 14:30 საათის შემდეგ შევიდა შეტყობინება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის… - 81
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ…