კანადაში, კვებეკის პროვინციაში, ქალაქ მონრეალიდან 50 კილომეტრში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს საჰაერო ხომალდი ცეცხლმოკიდებული დახვდათ.
ტრაგედია პატარა ქალაქ სენტ-ბრიჟიდ-დ’იბერვილში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შაბათს ნაშუადღევს, ადგილობრივი დროით 14:30 საათის შემდეგ შევიდა შეტყობინება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ხომალდში მყოფი ოთხივე პირი გარდაცვლილად გამოაცხადეს.
წყარო: ამბები.გე
მსგავსი სტატიები
- 81
რუსეთში დათვების დასახლებულ პუნქტებში გამოჩენისა და ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 29 წლის სნეჟანა კოროლევას ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. ის ალთაიში ისვენებდა - შეყვარებულთან, ივანთან ერთად, ტყეში იმყოფებოდა, როდესაც დათვი დაესხა თავს. მტაცებელმა ქალი მდინარისკენ წაათრია. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისულმა მონადირეებმა გოგონას გადარჩენა… - 81
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ… - 78
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა. უწყების ცნობით, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე… - 78
ამაზონის ჯუნგლებში თვითმფრინავი ალიგატორებით დასახლებულ ჭაობში ჩამოვარდა - ის ადგილობრივმა მეთევზეებმა პარასკევს, ბოლივიის ამაზონასის რეგიონში იპოვეს. ბენის დეპარტამენტის საგანგებო ოპერაციების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი გადაარჩინეს - სამი ქალი, ერთი ბავშვი და 29 წლის პილოტი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ცენტრალურ ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის რადარიდან… - 78
"შეკვეთილის სანაპიროზე, კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საბრძოლო იარაღი..." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. „შეკვეთილის სანაპიროზე, კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საბრძოლო იარაღი… რასაც ადგილზე…