„პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით, საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ონლაინ გამოცემა „გურიის მოამბეს“, მის დამფუძნებელს ვლადიმერ მენაბდეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კახაბერ ასკურავას სასამართლოში  უჩივლა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.

„დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. მოთხოვნა – გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებაა“, – ამბობს მინისტრი გივი მიქანაძე.

როგორც ონლაინგამოცემა „გურიის მოამბის“ მთავარირედაქტორი ვლდიმერ მენაბდე ამბობს, ამ დროისთვის მას არანაირი უწყება არ ჩაბარებია.

ამ დღეებში ოზურგეთის სხელმწიფო თეატრში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე რეგიონის მედიასაშუალებების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.

მსგავსი სტატიები