ოზურგეთში “ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში 50% -ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, პარტიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში მყარი უმრავლესობა ეყოლება.
წინასწარი მონაცემებით, 10 მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა:
ქალაქი ოზურგეთი – ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე;
ვაკიჯვარი – ცხემლისხიდი – მთისპირი- ვახტანგ ნიჟარაძე;
ლიხაური – მაკვანეთი – ჭანიეთი –ბექა თოიძე;
ნატანები – თამაზ ტუღუში;
თხინვალი – კონჭკათი – მერია – ტარიელ აროშიძე;
ურეკი – შრომა –დავით ჭაკნელიძე;
ბაილეთი – სილაური – ჯუმათი –პაატა კიღურაძე;
ბახვი – დვაბზუ მარიკა ჩხიკვიშვილი;
ბოხვაური – შემოქმედი – დაბა გომისმთა ნუგზარ სარჯველაძე.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება 4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ასევე, ლიდერობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები: ქალაქი ოზურგეთი – ლელა საჯაია; ლაითური – ნარუჯა გიორგი ჩაგანავა; გურიანთა – სოფელ ოზურგეთი – მელექედური ნინო მახარაძე; თხინვალი ასკანა – ნაგომარი – ძიმითი ტიტე მგელაძე.
ასევე, წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 18 მანდატი. მაღალი ალბათობით კი არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ქართული ოცნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამატებით 4 მანდატსაც მოიპოვებს, რითაც ჯამში საკრებულოს ორ მესამედს გააკონტროლებს.
(R)
მსგავსი სტატიები
- 33
დღეს ოზურგეთში, სასტუმრო „სემში“ გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი პაატა კუნჭულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ აქტივს წარუდგინა. ამავე შეხვედრაზე დასახელდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები: ოზურგეთი - გიორგი კალანდაძე, ნინო ნადირაშვილი, დავით ხურციძე; ლაითური - გიორგი ხიდირბეგიშვილი; ნარუჯა - გიორგი გაბისიანი; ურეკი - გოჩა მდინარაძე; ნასაკირალი -…