Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 715 865 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 655 129, გარდაიცვალა 10 003 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
მსგავსი სტატიები
- 44Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 6021 შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ, გურიაში კოვიდინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 761 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 პაციენტი.