2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დეტალური მიმოხილვა გააკეთა „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით მიქელაძემ. მან ასევე, ისაუბრა პროექტის ფარგლებში, კომპანიის მიერ მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე, მის ფუნქციასა და უფლება-მოვალეობებზე; კომპანიისა და საბჭოს წევრების მიერ ჩატარებულ აქტივობებზე, განხილვებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლიც საბჭოს ფარგლებში იქნა მიღებული და განხორციელებული.
მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ინფორმაცია კვლევებზე, რომელიც გზშ-ს ფარგლებში ჩატარდა, ასევე, იმ სოციალური პროექტების მიმოხილვა, რომელიც მოსახლეობასთან მუშაობის შედეგად განისაზღვრა და რომელსაც კომპანია განახორციელებს მას შემდეგ, რაც მოხდება დარჩენილი ნებართვების მოპოვება და პროექტი გადავა სამშენებლო ეტაპზე.
გზშ-ს ტექნიკურ ნაწილზე პრეზენტაცია, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის “პროექტის მენეჯერმა, გიგლა სიხარულიძემ გააკეთა. საბჭოს წევრებს მიესალმა და დასკვნითი ნაწილი შეაჯამა კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი იყო, საბჭოს წევრების როტაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოს წესდების შესაბამისად. საბჭოს შემოუერთდნენ რომან კალანდაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბახმაროში და ვლადიმერ ჩავლეშვილი, რომლიც არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მთისპირის თემში. ვლადიმერ ჩავლეშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია არსებული პროექტის შესახებ, მიესალმება ასეთი სტანდარტებით მუშაობას და ფიქრობს, რომ ის სოციალური პროექტები, მაგალითისთვის, საგანმანთლებლო აქტივობები, რომელიც უკვე განახორციელა კომპანიამ, მისასალმებელია. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელიც ნამდვილად პასუხობს იმ თემში არსებულ საჭიროებებს. , რომელიც არსებობს.
_ „საბჭოს დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დღეს ჩვენ შევაჯამეთ განვლილი სამუშაო და დავსახეთ გეგმები სამომავლოდ. მივესალმებით საბჭოს ახალ წევრებს და იმედი გვაქვს, მათი წვლილი დიდი იქნება საბჭოს მუშაობაში. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მრჩეველთა საბჭოს თითოეულ წევრს და განსაკუთრებულად მსურს გამოვყო ის წევრები, რომლებმაც წესდებიდან გამომდინარე, დატოვეს შემადგენლობა. მაია ჩავლეშვილის, დავით ჟღენტისა და თემურ ჭანუყვაძის წვლილი, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, დიდი იყო დღევანდელ დღემდე ჩატარებულ სამუშაოებში. კიდევ ერთხელ, მადლობა მათ და ვუსურვებთ წარმატებებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტზე მუშაობისას გვითმობენ საკუთარ დროს, ენერგიას და გვიზიარებენ გამოცდილებას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ნამდვილი პატრიოტები საკუთარი მხარის და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს მათთან ურთიერთობა, მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება. საბჭოს წევრები, ერთგვარი ელჩები არიან, რომელთა მოვალეობაცაა ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები თითოეული ადამიანის ხმის მოტანა ჩვენამდე. ისინი პირნათლად ასრულებენ ამ მოვალეობას და ჩვენც ჩვენის მხრივ, არცერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია მათთან კონსულტაციების და მსჯელობების გარეშე. ხშირად ეს მსჯელობები და განხილვები საათები გამართულა, ყოფილა განსხვავებული მოსაზრებებიც და სწორედ ეს არის ჩვენთვის საინტერესო. სწორედ ასეთი ტიპის და მოდელის განხილვებში იბადება საღი აზრი და სწორი გადაწყვეტილებები“ _ განაცხადა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელი კომპანიის სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI – ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, 2022 წლის 10 და 11 თებერვალი ჩაინიშნა.
მსგავსი სტატიები
- 942022 წლის8ივნისს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო,მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშისწარდგენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კომპანიამ სკოპინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად 2022 წლის 2 ივნისს წარადგინა. კომპანიის მენეჯმენტის…
- 832022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
- 81დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 802023 წლის 25სექტემბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიისმიერ დაარსებულგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის მეოთხეშეხვედრა გაიმართა.მრჩეველთა საბჭოს წევრებს ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ სოციალური პროგრამის განვითარებისშესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, საბჭოს წევრებმა მოისმინეს ტყის განაშენიანების გეგმის მომზადების პროგრესი, ბახვი 2 ჰესის წინასამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადგილობრივი…
- 80