2022 წლის 20 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც განაცხადა:
“ზოგიერთი, მათ შორის სასულიერო პირები, მე მრცხვენია მათ მაგივრად, გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე უკრაინა იმიტომ ისჯება, რომ ცოდვილები ყოფილან და თურმე, რუსეთი არ ისჯება… თურმე რუსეთი არ ყოფილა ცოდვილები… როგორ შეიუძლება, სასულიერო პირმა გაამართლოს ბავშვების მკვლელობა?! როგორ შეიძლება, სასულიერო პირმა გაამართლოს ერთმანეთის ხორცვა?! სასულიერო პირი, რომ ასეთ რაღაცას ამბობს “წმიდა რუსეთიო”, თურმე, რუსეთი წმიდა ყოფილა, უკრაინას რომ დაესხა თავს და ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქები მიწასთან გასწორებულია. ეს სიწმიდეა?! ეს არის ცრუ წინასწარმეტყველებები!..
თურმე, უკრაინას, რატომ დაესხნენ თავს, იცით?! უკრაინული სახელმწიფო ყოფილა ძალიან ცოდვილი და რუსეთი თურმე ასრულებს ღვთის ნებას, რომ უკრაინელები აღარ იყონ. ეს არ არის ერესი?! ამას რომ პატრიარქი და ეპისკოპოსები მხარს დაუჭერენ, ნამდვილად ერეტიკოსები არიან და მათ მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა იოსებმა.
შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების აღნიშნული ქადაგების ვიდეოჩანაწერი სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3JtSVSL
მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
მსგავსი სტატიები
- 7728 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 74რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 74"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 73საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 67დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…