ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება. ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თითოეულ პროექტზე საპროექტო წინადადებები მომზადებულია და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
უკვე დაიწყო დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია, სრულად განახლდება მრავალბინიანი კორპუსების იერსახე ჯერ ჭავჭავაძის ქუჩაზე, შემდეგ კი ფარნავაზის ქუჩასა და სხვა ლოკაციებზე. გამოცხადდა ტენდერი ქალაქში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც კორტების თანამედროვე კომპლექსს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ოზურგეთში პროექტის დასრულების შემდგომ შევძლებთ ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ტურნირებს.
საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მალე წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას, თუ როგორი იქნება ოზურგეთის ცენტრალური მოედანი. ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ქალაქს ულამაზესი მთავარი მოედანი ექნება, რომელიც ტრადიციულ და ყველა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს, ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება. ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად განახლებული თეატრი, უკვე ქალაქს აძლევს იმის საშუალებას, რომ მის წინ მთელ სივრცეში ისეთი მოედანი მოვაწყოთ, როგორიც ევროპულ ქალაქს შეეფერება.
დღესვე გამოცხადდება ტენდერი ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის და რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე. ქალაქს კიდევ ერთი, კომფორტული და თანამედროვე მწვანე სივრცე და სკვერი ექნება.
უკვე დავასრულეთ პროექტირება და სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის სრულფასოვანი განვითარება მოხდება – მასთან ერთად, საპროექტო წინადადებები მომზადებულია ექადიის ტყე-პარკის განვითარების მიზნით, სადაც უნიკალური ეკოსისტემა გვაქვს – ეს სივრცე დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული იქნება.
ასევე, მზად გვაქვს ახალი პროექტი ჭადრების პარკის და პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის. პროექტი მრავალწლიანი ნარგავების სრულად დაცვით განხორციელდება და დასვენებისთვის კიდევ ერთი კომფორტული სივრცე გვექნება“, _ განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
მსგავსი სტატიები
- 100
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა… - 100კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
- 100
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963… - 100
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს… - 100
„75 წელი. მაღალი, ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საინტერესო ბიოგრაფიით, კასკადიორ- დუბლიორობიდან წინახაზის მეომრობამდე...მოუშუშებელ ნაიარევად დარჩენილი აფხაზეთი და მის თვალწინ სახეზე ღიმილგადაკრული, შუქჩამქრალი, ცას შეყინული თვალებით გმირები, ზოგი ჭაბუკობაშიც ფეხვერშედგმული, ზოგიც უკვე მოწიფული, ქართულ მიწას და ქართულ ცას შერწყმული. „ მაცი ხვიტია“, „ლონდრე“, „შევარდენის კვალი“, _გერმანული კინოსტუდი „დეფას“ მიერ გადაღებულ…