„უახლოეს მომავალში ქიმიური საწარმო, ოზურგეთის მოსახლეობა, ანასეულის წყალმომარაგება და მდინარეები.
ფოტოზე ნათლად ხედავთ ექადიის ტერიტორიას, დასახლებებს , ხოლო ცისფერი ფერის შენობები ანასეულის წყალმომარაგებაა და ჭაბურღილები.
შპს „არენსა მეთალი”,პარტნიორი შპს „მანსაროვარი“უკვე მთავარ კორპუსებს ხურავენ და ემზადებიან. ჯერ ხომ ნებართვა წარმოებაზე არ გაუცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს?
სამინისტრომ დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები: სკოპინგი-მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ჩატარდა,ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასება 28 იანვარსაა ჩანიშნული ონლაინ რეჟიმში. მაშინ თუ წინასწარ ამ კომპანიებს მწვანე შუქი არ ააქვთ ანთებული…რატომ ფაცურობენ ასე?
ანასეულის წყალმომარაგების ჭაბურღილები სავარაუდო ქიმიური საწარმოდან 20-30 მეტრშია. ტყვიით დაიწამლება ანასეულის მოსახლეობა.
40 მეტრია საწარმოდან დასახლებამდე:
20 მეტრშია მდ აჭისწყლის შენაკადი და 150 მეტრში თავად მდ.აჭისწყალი.
ქიმიურ საწარმოს ბევრი წყალი სჭირდება და ადგილიც შეურჩევიათ.
ეზოში ხედავთ ძველ აკუმულატორებს საიდანაც კუსტარულად ტყვიას ადნობდნენ.
ჩვენ დრონით გადავიღეთ ეს ფოტოები და ვიდეო რგოლსაც შემოგთავაზებთ.
ქიმიური საწარმო არ უნდა ამოქმედდეს დასახლებულ პუნქტში და წყალმომარაგებასთან ასე ახლოს! აქვეა მდინარეებიც.
სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა ახდენდნენ მოქალაქეთა უფლებების წართმევას-იცხოვრონ ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში.ჩაერთონ სადავო პროექტების განხილვაში.
ოზურგეთის ტერიტორიაზე ისედაც მოწამლულია ჰაერი რადიოაქტიური ნარჩენების გამო და ტყვიის შემცველობა ჰაერში კოლოსალური მაჩვენებელს აღწევს.
ჩვენს ბავშვებს ორგანიზმში ტყვიის დიდი შემცველობა აქვთ.
დავდგეთ ფეხზე!ერი და ბერი…ავაშოროთ ოზურგეთს ეს კოშმარი!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო! თქვენ აზრზე ხართ საერთოდ რას უკეთებთ საქართველოს მოსახლეობას და ეკოსისტემას? “ _წერს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სტატიები
- 90დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 86ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
- 85„ლანჩხუთი პლუსი“ ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა ლანჩხუთში და თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვიდობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „გამომშვიდობება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
- 84გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 83სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…