აზერბაიჯანი სომხეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
„აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია ასეთ პოლიტიკას ატარებს – ის ცდილობს დასავლეთის თვალში სომხეთი პრორუსულ ქვეყნად აჩვენოს, ხოლო რუსეთს სომხეთი პროდასავლურ ქვეყნად მოაჩვენოს, რომლის დასჯაც არის აუცილებელი. ასე აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ საკუთარი აგრესიული პოლიტიკის გამართლებას ცდილობს. სინამდვილეში აზერბაიჯანი სომხეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას გეგმავს“, – ამბობს ფაშინიანი.
ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ დასავლეთის ქვეყნებში და რუსეთშიც არიან გარკვეული ძალები, ვისაც ეს იდეა მოსწონს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ სახელმწიფო დონეზე ასეთი რამე არ ხდება. მსგავსი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, ერევანმა გაააქტიურა კონტაქტები როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთის ქვეყნებთან.
„სომხეთი არის სუვერენული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამასთანავე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და სტრატეგიული დიალოგი გვაქვს აშშ-სთან. იმ კონტექსტს, რომლის შექმნას ცდილობს აზერბაიჯანი, სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ნახევრად სიმართლე ტყუილზე უარესია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ვითარება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე 13 სექტემბერს ღამით გართულდა.
მხარეებმა ერთმანეთს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. 9.00 საათისთვის ერევანი და ბაქო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მსგავსი სტატიები
- 49რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 48ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 4828 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 45"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 44საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…