დასრულდა ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მე-11 წლიური შეხვედრა, სადაც საქართველო CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში ჩაერთო.
_„დავასრულეთ საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტი ჩეხეთში. საქართველო ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მე-11 წლიურ შეხვედრაზე, CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში ჩაერთო.
საქართველოს ეს სტატუსი ერთი თვის წინ მიენიჭა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.
სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება CORLEAP-ის ღირებულებებისა და მიზნებისადმი და აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო აუცილებლად შეიტანს წვლილს ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო ძლიერი კავშირების განვითარების პროცესში.
მიხარია,რომ CORLEAP-ის დელეგაციის წევრი ვარ 2018 წლიდან .ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,როცა საქართველოს სახელს წარადგენ უცხო ქვეყანაში. ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი გახდა, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი რეფორმების პროცესებს“_წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 75საქართველო, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მე-11 წლიურ შეხვედრაზე, CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში ჩაერთო. კონფერენციაში სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და CORLEAP-ის დელეგაციის წევრმა, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა მიიღო მონაწილეობა. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ჩეხეთის…
- 68დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 64საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 57საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 55გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…