დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ რიკოთის უღელტეხილზე, მთავარ გვირაბთან ახლოს სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.მძღოლის კაბინა მთლიანად დაიწვა. მეხანძრეებს შემთხვევის ადგილზე დროულ მისვლაში უაპასუხისმგებლო მძღოლებმა შეუშალეს, რომლებმაც ჩახერგეს მიმდებარე ტერიტორია.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ძლიერი ხანძარი იყო, რომლის ჩაქრობასაც სახანძრო ბრიგადები ცდილობდნენ. უღელტეხილზე მოძრაობა შეჩერდა. ავტომანქანების კოლონა რიკოთის გვირაბშიც იდგა. ახლახან დასავლეთისკენ მიმავალმა ავტომობილების ნაწილმა გზის გაგრძელება შეძლეს.
ფოტო აღებულია არქივიდან (TV 1 2018 წ.)