ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ძალიან სასიხარულო მორიგი სიახლეები აქვს: საავტორო სპექტაკლი „ცის კარი“-ს დადგმა პორტუგალიაში, ქართული კულტურის დღეებში მონაწილეობა ინდოეთში.
დღეს ამ სიახლეების შესახებ ოზურგეთის თეატრის დირექტორს, ზაზა ჯინჭარაძეს ვთხოვეთ კომენტარი:
_ ხვალ, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში მიემგზავრებიან…უდიდესი ქრისტიანული კულტურის უძველესი ქალაქის თეატრის სცენაზე ისინი რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს „ცის კარს“ დადგამენ, რომლის პრემიერა 4 აპრილს გაიმართება. ბრაგას თეატრი გასულ ზაფხულს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა.
ვასილ ჩიგოგიძეს პორტუგალიიდან მალე უწევს დაბრუნება, რათა ინდოეთში ქართული თეატრის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ქართული დელეგაცია ინდოეთსი 11 მარტს გაემგზავრება.“
როგორც ზაზა ჯინჭარაძემ გვითხრა, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი ინდოეთში ლაშა თავაძის „დედაომს“ წარადგენენ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი). მათთან ერთად ინდოეთში მიემგზავრებიან ცხინვალის თეატრი („გალავანი“, გ. თავაძის დადგმა), თავისუფალი თეატრი და თეატრი ათონელზე.
„დედა ომში“ ოთხი მსახიობი: თამარ მდინარაძე, შორენა გვეტაძე, ციცი ბუცხრიკიძე და ნიკა ძნელაძე არიან დაკავებულნი.
როგორც დავაზუსტეთ, სპექტაკლები ინდოეთში უტას პრადეშის შტატის ქალაქ აგრაში და ჯაიკურში გაიმართება.
1,6 მილიონი მოსახლეობის აგრა ინდოეთის დედაქალაქ დელიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და იგი განსაკუთრებით ცნობილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთი ძეგლებით, როგორიცაა თაჯ-მაჰალი, აგრას ციხე და ფაცეჰპუს-სიკრი.
წარმატებებს ვუსურვებთ ოზურგეთის თეატრს.
მსგავსი სტატიები
- 42დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 402023 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება. წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს 7 უცხოეთის…
- 34ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 34ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 34ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელად კონკურსის წესით ზედიზედ მესამედ ვასილ ჩიგოგიძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ „ალიონს“ ოზურგეთის თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ დაუდასტურა. _გამოცხადდა კონკურსი და საკმაოდ გრძელი პროცედურები იყო გასავლელი. საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა წარუდგინა სპეციალურ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი…