21-23 აპრილი – რამადან ბაირამი – მარხვის დასასრული, ისლამში არსებულ ორ დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი ისლამური დღესასწაული.
რამადანი, რამაზანი — ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს და ორსულ ქალებს ნებადართული აქვთ ამ დროს მარხვა არ შეინახონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან, ხოლო ავადმყოფებს, რომლებისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მარხვის შენახვა (შიმშილობა) შეუძლიათ სხვა მარხვის მქონეს გაუმასპინძლდნენ და ამით გამოისყიდონ, ეს მარხვის შენახვის ტოლფასია ისლამში. ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს, რელიგიის მიხედვით ლოცვის დაწყება სასურველია 7 წლის შემდეგ და ეს სულ უნდა გაგრძელდეს, დღეში ხუთჯერ ლოცვით.
სახელი რამადანი, მეცხრე თვის სახელწოდება ისლამის რელიგიად ჩამოყალიბებამდე მრავალი წლით ადრე წარმოიშვა არაბულ კულტურაში. მისი სახელი მოდის (იყოფა) არაბული ფუძის — რმდ (მსავსი „რამიდა“, ან „არ-რამად“) გამრუდების საფუძველზე და შემოკლებული მნიშვნელობით.
(ვიკიპედია)
(ფოტო „ალიონის“ არქივიდან, 25,06.2017 წ. დაბა ნასაკირალი).
მსგავსი სტატიები
- 46დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 43რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 40საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…
- 39ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ინტაბუეთში (ჯვარცხმის თემი) ცხოვრობს გურიის რეგიონში ერთ-ერთი პროფესიონალი ვეტერინარი და მეფუტკრე გივი ანთაძე, რომელსაც მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საგანმანათლებლო მუშაობასაც ეწევა. ჩვენ მას შევხდით, ვნახეთ მისი მრავალმხრივად განვითარებული მეურნეობა და რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ვესაუბრეთ: „სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ნუგზარ…
- 39საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…