ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის სცენაზე წარმოდგენილ იქნა ეფემ ჩეპოვეცკის პიესა – ,,ჯამბაზი პედრო და წრუწუნა მიციკი.“ დამდგმელი რეჟისორი – ვახტანგ გიგინეიშვილი  (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდოს მფლობელი) მხატვარი – ირაკლი კალანდარიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი – დავით მეგრელიძე, თოჯინების ოსტატი – ნინო კეჭაყმაძე, ქორეოგრაფი – ირაკლი ჩახვაძე, რეჟისორის ასისტენტი – ქეთი კუკულავა.

მონაწილეობდნენ: ანანო ვასაძე, გიორგი გიორგაძე, ალექსანდრე თოდრაძე, ლუკა კოტრიკაძე, თორნიკე ბერიძე და ირაკლი კალანდარიშვილი (სპეციალური მოწვევით)

სპექტაკლში ჩოხატაურის სამრევლო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საოცარი უშუალობით წარმოადგინეს თოჯინური სპექტაკლი, როგორც რეჟისორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა; – ბავშვებმა ძალიან სწრაფად აითვისეს თოჯინის ხელოვნება და საინტერესოდ გააცოცხლეს პერსონაჟები. სპექტაკლის ყველა მონაწილემ მაქსიმალურად  გამოამჟღავნა თავიანთი შესაძლებლობები.ამიტომაც დაიმსახურეს მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები.

სპექტაკლი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ მხარდაჭერით. (დამფუძნებლები ირინა ბაქრაძე და ნათია ლალიაშვილი)

გვჯერა ახალგაზრდული დასი კიდევ მრავალ საუკეთესო თოჯინურ სპექტაკლებს წარმოადგენს ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის სცენაზე.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 62
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 57
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 53
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…
  • 52
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 52
    „მომწყურდი საოცარი ძალით“გია ბეშიტაიშვილი წერილი მეცხრამეტე-მეოცე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში, ელჩის კაბინეტის კარებთან ახლოს,მე და ჩემი ძმა ვიჯექით სავარჯლებში და ველოდით როდის დაგვიძახებდნენ, რომ გადმოეცად ჩვენთვის საპატიო სიგელები რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობისთვის. კაბინეტიდან გამოვიდა ელჩის მოადგილე ამირან როგავა, ჩვენ ხელით გვანიშნა «იჯექითო» და სწრაფად გაემართა შემოსასვლელი კარებისკენ. სწორედ ამ დროს კარებში…