სსიპ ქალაქ ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში პროექტის „ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეს!“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

_ „პრეზენტაციაზე თვალი გადავავლეთ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სასიამოვნო მომენტები. დაჯილდოვდნენ ის ბავშვები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სხვადასხვა კონკურსებში.

ღონისძიებაში ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ და მათაც გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
არიან ადამიანები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან სკოლაში მიმდინარე პროცესებს, გული შესტკივათ, უხარიათ და განიცდიან, ჩვენთან ერთად უნდათ ლამაზი და სამახსოვრო გახადონ სასკოლო ცხოვრება. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა პიროვნებამ (რომელმაც ინკოგნიტოდ ყოფნა არჩია) გაალამაზა ჩვენი შემაჯამებელი ღონისძიება და ყველა გამარჯვებულს არაჩვეულებრივი სუვენირი გადაეცა. მადლობა მას ამისთვის. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უამრავ სიხარულს ვუსურვებთ. ნუ მოშლოდეს ქველმოქმედების სურვილი და შესაძლებლობა!
სკოლის დირქცია მადლობას უხდის ორივე სკოლის მონაწილე მასწავლებლებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს რომ პროექტი წარმატებული ყოფილიყო.
ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. იმედია ამას გაგრძელება მოჰყვება, რაც ხელს შეუწყობს ორი სკოლის მოსწავლეთა დამეგობრებას, ურთიერთობების განმტკიცებას, ლამაზი, ფერადი დღეების სიმრავლეს.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს.“ _გვითხრა სკოლის დირექტორმა ქეთევენ ქადეიშვილმა.

მსგავსი სტატიები

  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 94
    „ტარიელ კალანდაძის მსგავს პროფესიონალებს ასე არ უნდა „მასპინძლობდნენ“...ქ. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის თანამდებობიდან განთავისუფლებას ოზურგეთში დიდი გამოხმაურება მოყვა და საზოგადოების უმრავლესობა მომხდარს აპროტესტებს. ოზურგეთელები ამბობენ, რომ ტარიელ კალანდაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის დირექტორი რეგიონში, რასაც ამ სკოლის კურსდამთავრებულებების წარმატებები ადასტურებს. „ჩემთვის ვინმეს, რომ ეკითხა, როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი, მასწავლებელი, მოქალაქე, პატრიოტი, მეგობარი და…
  • 89
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 89
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 88
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…