ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
76 წლის მამაკაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.
მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.