გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში  მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ.

გიორგი ხანიშვილმა თხილის ბაღები დაათვალიერა და ფერმერებისგან აგროსამუშაოების  მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

_„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა სწორად გამოიყენეს სახელმწიფო მხარდაჭერა – ის ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური დახმარება, რაც გადავეცით; ყოველივე ამის შედეგად, მათ შეძლეს მიეღოთ  ისეთი მოსავალი, რაც  2-3 წლის წინ წარმოუდგენელი იყო“, _ აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, აქტიურად მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები. „თხილის გადარჩენის პროგრამა“_ ფერმერებს ცოდნის ამაღლების, ტექნიკურ საშუალებებზე წვდომისა და, შედეგად, მოსავლის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

გურიაში ფერმერებთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძეც ესწრებოდა.  გიორგი ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერთა მიერ ერთობლივად განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში თხილის მოსავალი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, ფერმერები თხილის მოსავლის აღებისთვის ემზადებიან.  თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში წელსაც მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს პროგნოზირებენ. ასოციაციაში 27 ათასზე  მეტი ფერმერია გაწევრიანებული, რომელთა თხილის ფართობები, ჯამურად, 31 ათას ჰექტარს აღემატება. _აღნიშნულზე ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო  ავრცელებს.

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    ოთარ შამუგია და გიორგი ურუშაძე გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენოთარ შამუგია გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში, ფერმერ ლევან კაპანაძის თხილის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის კრეფის პროცესს გაეცნენ და იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულები მიზნობრივად გამოიყენეს. ოთარ შამუგიას განცხადებით, თხილის ნაწილში…
  • 55
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 54
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…