გასულ ხუთშ-აბათს გაზეთ „ალიონს“ სოფელ ბაილეთიდან აცნობეს, რომ კომპანია „სამი ძმები“ მდინარე სუფსის აუზში ქვიშა-ღორღის მოპოვებას კვლავ აგრძელებდა სოფელ ბაილეთისა და სილაურის მოსახლეობის პროტესტის შედეგად გარემოსდამცველება 3-ჯერ ამოაყვანიეს ექსკავატორი მდინარის ხეობიდან. ამჯერადაც ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“-სთან ერთად გავემგზავრეთ.

რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს, თითოეულ მისვლაზე კომპანიის წარმომადგენლებად სულ სხვადასხვა ადამიანები გვხდე-ბა.მხოლოდ კომპანიის დირექტორი ივერი ფუტკარაძე არ იცვლება. იგი ტრადიციული დამცინავი ღიმილით ხვდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს თუ ჟურნალისტებს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი აბო ზურაბიანი და სოდის ყოფილი ოფიცერი დავით ჯანგავაძე ამჟამად იქ არ გვინახავს.

ამჯერად ყველაზე უფრო კომპანიის ახალი წარმომადგენელი კახა ჩხარტიშვილი (ჯუმათი, იანეთი )აქტიურობდა. იგი ახლახან დაბრუნდა ისრაელიდან.

_ამ საქმეში დიდი ფული ჩავდევი. შემოსავლების სამსახურმა კომპანიას ყადაღა მოუხსნა. რატომ არ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა?

_არ გაქვს დოკუმენტაცია წესრიგში, თავიდანვე წიაღის ეროვნულმა სააგენტოს მიერ ლი-ცენზია არასწორად იქნა გაცემული. თქვენ მოსახლეობის ნების იგნორირებას ახდენთ. კვლავ შეუდექით მდინარე სუფსის შუაზე გაყოფას. სილაურისა და ბაილეთის მოსახლეობა ითხოვს სამართალს, საკუთარი უფლებების დაცვას, საყანე ფართობების გადარჩენას და კომპანიის ადგილმონაცვლეობას. აქ ხეობა ნადგურდება, გრიგოლეთში სანაპირო ზოლი ვიწროვდება და ახლა იქ ქვა-ღორღს ყრიან. ამას ვაპროტესტებთ _ ეუბნებოდა კახა ჩხარტიშვილს და კომპანიის კიდევ ერთ წარმომადგენელს ზაზა ჭანუყვაძეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე.

_ასეთი წაყრუებისთვის ხელისუფლება არჩევნებზე მიიღებს პასუხს.

გაგვინადგურეს ჭალა-გარემო. აღარ გვაქვს საძოვარი, დაზიანდა საყანე ფართობები _ ცხარობდა სილაურელი მიხეილ ქილიფთარი.

_ რამდენჯერ უნდა ამოიყვანონ და ჩაიყვანონ ეს ექსკავატორი მდინარე სუფსაში. ნახეთ რა უქნეს მდინარეს, ბოლო წყალდიდობის შემდეგ როგორ შეიცვალა რელიეფი. სოფელში უამრავი ბავშვია ჩამოსული თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან. როგორ ჩამოვლენ ამ მდინარეში? ვერ ხედავთ, როგორი ტალახიანი წყალი მოდის, მდინარეს ფსკერი გამოაცალეს _ამბობდნენ ახალსოფლელები (ბაილეთი) ნატო და დიმიტრი დარჩიები.

მოსახლეობის აქციაზე იმყოფებოდნენ: სოფელ სილაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა კილაძე, ოზურგეთის მერიის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები სოფელ ბაილეთსა და სილაურში ზურაბ დარჩია და გოჩა ჯანხოთელი.

სილაურის მაჟორიტარს მოუწია იმის „ახსნა“ კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რომ იგი დეპუტატი იყო და ჰქონდა უფლება მოსახლეობის ინტერესების დაცვის.

_არასწორი ხართ. არ გაქვთ საბუთები წესრიგში, მოსახლეობის პროტესტს არაფრად აგდებთ. 5 შვილის მამა ვარ და ჩემი სოფელი მტკივა. ვერ მოგცემთ უფლებას უკანონო საქმიანობის _ამბობდა გოჩა კილაძე.

გოჩა კილაძემ გაზეთ „ალიონის“ კითხვასაც უპასუხა, თუ რატომ გაისმის პერიოდულად ადიკო ივანიშვილის სახელი.

_ადიკო ივანიშვილი არაფერ შუაშია. ესენი ქმნიან იმის ილუზიას, რომ თითქოს ადიკო მფარველობს ამათ. არაა ეს კარგი საქციელი _გვითხრა გოჩა კილაძემ.

ხანგრძლივი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ შედგა ზეპირის შეთანხმება სილაურ-ბაილეთის მოსახლეობასთან, რომ ისინი მათ შაბათს შეხვდებოდა.

გაზეთის გამოშვების დღეს რედაქციაში სოფელ ბაილეთის ყოფილი წარმომადგენელი, პედაგოგი სპარტაკ მამულაიშვილი ესტუმრა.

_ წლების წინ ერთ-ერთმა ფონდმა დაგვიფინანსა პროექტი მდინარე სუფსის აუზში ახალსოფლის მოსახლეობის საყანე ფართობების დასაცავად რამდენიმე განივი გაბიონის მოსაწყობად. მუშა ხელი ადგილობრივი მოსახლეობა იყო. მდინარის აუზიდან ქვების ამოღების უფლება მოვიპოვეთ და მოვაწყვეთ გაბიონები. მოსახლეობა კმაყოფილი იყო, სუფსა აღარ უტევდა მათ ყანებს. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ქვიშა-ღორღის კომპანია შემოვიდა და კარიერის არასწორი გამოყენების გამო გაბიონები მოიშალა.

მე არავის არ ვასწავლი რა გააკეთოს. მსგავსი გაბიონების გაკეთება ახლაცაა შესაძლებელი _გვითხრა მან.

მსგავსი სტატიები

  • 82
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 82
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 74
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 71
    რა ხდება ჩოხატაურში, რატომ არ ხერხდება შეთანხმება?ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუხედავად ოფიციალური პირების განცხადებებისა, ამოწურული არ არის. გუშინ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა,  მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ. _„შეხვედრას ესწრებოდა სოფლის…