დღეს, #24/60 ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

სხდომის დაწყებას მცირე ხმაური ახლდა. საოლქო კომისიის წევრებმა: საარჩევნო ბლოკის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა მზია წერეთელმა და  პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა ეკა სურგულაძემ ხმაურის შემდეგ , ხოლო პარტია „დავით თარხან მოურავი-ირმა ინაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა თამარ შიოლაშვილმა ყოველგვარი ხმაურისა და განმარტების გარეშე დატოვა სხდომა.

_როგორც გინდათ, ისე წერეთ ეს ოქმი. რომელ ამომრჩეველს ატყუებთ, საკუთარ მოსახლეობას, რომ ლეგიტიმურად ჩაატარეთ არჩევნები?  თქვენ კანტორა გაქვთ და ამ არჩევნებს ვერ „გააპრავებთ“, თქვენ გააყალბეთ არჩევნები_ მიმართავდა საოლქო-საარჩევნო კომისიას მზია წერეთელი.

_არჩევნები ტოტალურად თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყალბდებოდა და არა დღეს_პასუხი დაუბრუნეს კომისიის წევრებმა.

მას შემდეგ, რაც წერეთელმა და  სურგულაძემ დატოვეს სხდომა და მას შიოლაშვილი და სხდომაზე დამსწრე წარმომადგენელთაგან, კიდევ რამდენიმე პირი გაჰყვა..საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ცეცხლაძემ კომიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ოზურგეთის #24/60 საარჩევნო ოლქში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების შედეგები.

შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება, სხდომაზე დარჩენილმა კომისიის 8 წევრმა  ხელმოწერებით დაადასტურა.

მსგავსი სტატიები

  • 79
    ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართასაარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
  • 73
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრაქტიკაზე ინფორმაციას ავრცელებსარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
  • 72
    26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართადღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
  • 72
    ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
  • 70
    საოლქო-საარჩევნო კომისიამ ოზურგეთის #03 საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება მისცეს .დღეს, ოზურგეთის #60 საოლქო კომისიის სხდომაზე ოზურგეთში #03 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ამავე საუბნო კომისიის მდივანს  გაფრთხილება მისცეს. როგორც კომისიის სხდომაზე გაირკვა, #03 კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არასწორად ქონდათ ოქმში მითითებული. არ ჰქონდა ბათილი ბიულეტენები გათვალისწინებული ანუ 1253-ის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 1276 ამომრჩევლი.ასევე არ ჰქონდათ შესაბამის…