დღეს, ქ. ოზურგეთში, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შეხვდა პოლიტიკური პარტია „თეთრების“ დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი. რომლის ჩამოსვლის მიზანი მეცნიერებათა კონგრესის პროგრამის _მომავალი საქართველოსათვის გაცნობა იყო.
თემურ შაშიაშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი არა ბელადებთან და მილიონერებთან, არამედ განათლებულ და ღირსების მქონე ხელისუფლებასთან, არა პარტიულ, არამედ პიროვნებათა, პროფესიონალთა ხელისუფლებასთან და მეცნიერულ პროგრამებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სთხოვს გაერთიანდეს საზოგადოება სისტემური ცვლილებების, მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამის ირგვლივ. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მეცნიერებათა კონგრესის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი.
_ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს მისი კონსტიტუციური მოვალეობა: ხალხს ჰქონდეს საარსებო მინიმუმი, საცხოვრისი, დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და ქვეყანაში იყოს განათლების მიღების თანაბარი პირობები.. დაცული იყოს სამართლიანობა, კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს, მოიხსნას ყოველგვარი პრივილეგიები დეპუტატებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და გაცნობიერდეს, რომ ხელისუფლება უფროსი კი არა, მსახურია, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლება უნდა ასრულებდეს მის უპირველეს და უმთავრეს ფუნქციას: ქმნიდეს კონკურენტულ გარემოს და ადამიანი იყოს დაცული.
შეიძლება თქვენ მიგაჩნდეთ, რომ ხელისუფლება ყველაფერ ამას ასრულებს. ღია დისკუსია ყველაფერს მოჰფენს ნათელს. თუნდაც იმას, რომ დღეს საარსებო მინიმუმი არა 200-250 ლარის ფარგლებშია, როგორც ამას გვარწმუნებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ 1100-1300 ლარის, როგორც ამას ჩვენ და დამოუკიდებელი ექსპერტები ვამტკიცებთ, და თუ აშშ და ევროპის საარსებო კალათის ღირებულებიდან ამოვალთ, ეს ციფრი 2-3-ჯერ გაიზრდება.
დიახ, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ, ადამიანებს არსებობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვცხოვრობდეთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში _განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ „თეთრების“ წარმომადგენლები, მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე და ნოდარ აბზიანიძე.
მსგავსი სტატიები
- 93ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 85დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 841964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 83საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
- 81ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…