მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში მობილიზებულია ოთხი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს შეუფეხებლად შეეძლებათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

_ „გურიის რეგიონში მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართულია რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი. ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გამოსავალია მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან COVID-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად. იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. გავიკეთე აცრა, თავს ვგრძნობ კარგად. სწორედ ვაქცინაციის ინტენსიური ჩატარებით უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა ასევე, მოსახლეობის მაღალი ჩართულობით ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, “- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ.

საყოველთაო აცრის დღეს ვაქცინის მსურველ მოქალაქეთა რიგებში დგანან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მათშორის არიან ექიმები და პედაგოგები.

_ „ვაქცინა გავიკეთე იმიტომ, რომ დავიცვა ჩემი ოჯახის წევრები, შვილები და უახლოესი ადამიანები. ვარ საბავშვო ბაღის აღმზრდელი და მინდა ვიზრუნო ჩვენი აღსაზრდელების ჯანმრთელობაზე. სასწავლო წლის დაწყებისთვის უკვე ვიქნები ორჯერ ვაქცინირებული და ჩვენი პატარებისთვის შევქმნი უსაფრთხო გარემოს. მოგიწოდებთ ყველას, რომ გაიკეთოთ ვაქცინა და დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია,“_ სოფელ ცხემლისხიდის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ქეთევან მემარნიშვილი.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 65
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 65
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    “მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”გუშინ,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა   გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…