კომპანია CCEH ჰაიდრო VI უპრეცედენტო ინიციატივით, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ტიპის ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭომ დაიწყო მუშაობა.

საბჭოში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან  6-6 წევრია.  არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ ნუგზარ ასათიანი, ნინო ბერძენიშვილი, ლიკა ასიეშვილი და თამარ ონიანი; ადგილობრივ თვითმმართველობას წარმოადგენენ ლელა მდინარაძე, დავით ჟღენტი, თეიმურაზ ჭანუყვაძე და მაია ჩავლეშვილი; ადგილობრივი მედიიდან საბჭოში არიან ია მამალაძე და ვლადიმერ მენაბდე; ბიზნეს სექტორიდან კი, ქრისტინე გურიელიძე და დავით თენიეშვილი.

გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია:

 

  • პროექტის განხილვაში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა;
  • გზშ-ს ანგარიშზე მუშაობის გამჭვირვალე სამუშაო პრაქტიკის დამკვიდრება;
  • გზშ-ს ანგარიშის განხილვაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა;
  • დაინტერესებულ მხარეთა  რეკომენდაციებისა და საქმიანი კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება;
  • ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტისადმი საზოგადოებაში ნდობის განმტკიცება.

საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით არსებულ საკითხებს განიხილავენ, გაეცნობიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს და იმსჯელებენ იმ მექანიზმებზე და მიდგომებზე, რომელიც პროექტის წარმატების გარანტი გახდება.

წარმოგიდგენთ საბჭოს დაფუძნების ღონისძიებას და ღონისძიების შემდგომ საბჭოს წევრების ინტერვიუებს, რომელიც ლიხაურში 2021 წლის 5 აგვისტოს ჩავწერეთ.

 

            

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 96
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 94
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 94
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 93
    არ იყო ადვილი ამ თემასთან შეჭიდება, რადგან იდგა ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული განძის უკვე განვლილი მძიმე გზა - სამშობლოდან სამშობლომდე...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…
  • 93
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…