დღეს, სოფელ გურიანთაში (ციხისფერდი) მერაბ კომახიძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა ორსართულიანი კაპიტალური სახლი.
როგორც სოფელ გურიანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია ზოიზემ გვითხრა, არის მსხვერპლი.
_საშინელება მოხდა. ჯერ-ჯერობით არავინ იცის, როგორ დარჩა ალმოდებულ სახლში ოჯახის დიასახლისი 63 წლის მ.კ. მას ასთმა აწუხებდა. ცეცხლი სწრაფად მოედო საცხოვრებელ სახლს
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან… . დიდი ტრაგედია დატრიალდა _გვითხრა მაია ზოიძემ.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ამ დიდი ტრაგედიის გამო.თანაუგრძნობს მერაბ კომახიძის ოჯახს.