„ქართული ოცნების„ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
-„ოზურგეთის სოფლებში, იმ უბნებში შევხვდით მოქალაქეებს, სადაც საბაზისო პრობლემებია მოსაგვარებელი. უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმა სწორად არის შედგენილი: წყლით მომარაგების საკითხი; შიდა გზების მოწესრიგება; ტრანსპორტი; სკვერები და ელემენტარული სპორტული ინფრასტრუქტურა. სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიმართულებით შევუდგებით მუშაობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“ _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…