ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით მესამე პრეზიდენტისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ შეთავაზება ორ ძირითად ასპექტს დაეფუძნა.
კობახიძემ განმარტა თუ რა ძირითად ასპექტს დაეფუძნა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება
„ასეთი შეთავაზება გაკეთდა იუსტიციის მინისტრის მხრიდან, ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს. პირველი – ეს არის სამედიცინო მხარე, კერძოდ გორის ჰოსპიტალი არის აღჭურვილი ყველაფრით რაც ამ შემთხვევაში არის საჭირო, როგორც აპარატურა ასევე სამედიცინო პერსონალი.
მეორე – უსაფრთხოების მხარე იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან რომ მაღალი რისკებია. გორის ჰოსპიტალი არის ის ჰოსპიტალი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან.
შესაბამისად, ამ ორ ძირითად ასპექტს დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში მიიღო“_აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მსგავსი სტატიები
- 44
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 43
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მერებთან და სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციით მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს რეგიონის განვითარებისთვისა და მუნიციპალური სერვისების გამართულად ფუნქციონირებისთვის. - 43
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა. როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გრძელვადიან გეგმებზე საუბარი, რომლის შემუშავების პროცესშიც არიან მუნიციპალიტეტები და რომელმაც უნდა… - 43
- 43

