პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან საკვების მიღება დაიწყო. ინფორმაცია თავად პოლიტიკოსმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

„სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, „ბასეინში წყალიც ჩამისხეს“.

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა ნიუ ჰოსპიტალს“,_ წერს  ელენე ხოშტარია.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა.