აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საწვავის ფასი უკვე კატასტროფულად მაღალია და მისი ყოველდღიური ზრდა მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე მეტისმეტად მძიმედ აისახება. აქციის მონაწილეები საწვავის ბიზნესში მყოფ კომპანიებს ფასების დარეგულირებას, ხელისუფლებას კი ამ პროცესში მაქსიმალურ ადვოკატირებას სთხოვენ.
_საწვავის ფასები ბაზარზე მაღალია, შესაბამისი ფასებია იქნება ბენზინგასამართ სადგურშიც. თუკი უფრო დაბალი იქნება საწვავის ბაზარზე, მოხარული ვიქნებით და შესაბამისად დაიკლებს ჩვენთანაც_გვითხრა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერმა დიმა ვადაჭკორიამ.