ოზურგეთის საოლქო კომისია დღეს 7 საარჩევნო უბნის შედეგებს გადაითვლის. ამის გამო დღეს ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ლოტოტრონის პრინციპით 7 საარჩევნო უბანი შეარჩიეს. ესენია: ქ. ოზურგეთის #1 ზვანის, #23 ბოხვაურის, #25 დვაბზუს, #35 მერიის, #43 სოფელ ოზურგეთის, #56 ლაშეს,  #62 ორმეთის საარჩევნო უბნები.

უბნების გადათვლის პროცესი დღეს, საჯაროდ, პანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით  ოზურგეთის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მსგავსი სტატიები

  • 60
    ბიულეტენების გადათვლას ცდომილება არ გამოუვლენიაოზურგეთის საოლქო კომისიამ დღეს,  ლოტოტრონით გამოვლენილი   7 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა. უბნების გადათვლის პროცესი  საჯაროდ, პანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით  ოზურგეთის სპორტის სასახლეში გაიმართა. გადაითვალეს #1 ქ. ოზურგეთის  , #23 ბოხვაურის, #25 დვაბზუს, #35 მერიის, #43 სოფელ ოზურგეთის, #56 ლაშეს,  #62 ორმეთის საარჩევნო უბნების ყველა ბიულეტენი. გადათვლას არანაირი ცდომილება არ გამოუვლენია.…
  • 39
    „საარჩევნო საჩივრების განხილვამ აჩვენა, რომ მომხდარ შეცდომებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“„საარჩევნო პროცესს საქართველოში ახასიათებს საარჩევნო დავების სიმრავლე. არჩევნებთან დაკავშირებული დავების ანალიზი, ისევე როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები ცხადყოფს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, ჩართული მხარეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ფონზე. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო დავების პრევენცია, ისევე როგორც, წამოჭრილი დავების გამჭვირვალე, დროული და ეფექტური…
  • 38
    ხვალ, ოზურგეთის სპორტის სასახლეში 5 საარჩევნო უბნის მონაცემებს ხელახლა გადაითვლიანდღეს, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, ლოტოტრონის პრინციპით, ის 5 საარჩევნო უბანი გამოვლინდა, რომელთა ბიულეტენებს ხვალ გადაითვლიან. როგორც კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ  საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე განაცხადა, საარჩევნო კოდექში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად გადაითვლება ბიულეტენები. სპეციალური ლოტოტრონით გამოვლინდა 5 უბანი. ესენია:  #17 ასკანის საარჩევნო უბანი; #25 დვაბზუს საარჩევნო უბანი; #32 ლიხაურის II საარჩევნო…
  • 37
    ოზურგეთის სპორტის სასახლეში ხმების გადათვლის პროცესი  მიმდინარეობსამ წუთებში, ოზურგეთის სპორტის სასახლეში საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ხმის გადათვლის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცეესკოს კურატორმა რეგიონში ზვიად თენიეშვილმა გვითხრა, საარჩევნო კანონის შესაბამისად გუშინ ლოტოტრონით 5 საარჩევნო უბანი გამოავლინეს, რომელთა ხმებს დღეს გადაითვლიდნენ. გამოვლინდნენ ასევე საოლქო და საუბნო კომისიებიდან მთვლელები. ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს. გაიხსნა ასკანის #17, დვაბზუს #25,…
  • 33
    დღეს საოლქო კომისიამ 2 უბნის შედეგები გადაითვალასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებს, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეერჩიათ  2-2 უბანი და  მათი მონაცემების გადაეთვალათ. ასეთი უბანი ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში 8 აღმოჩნდა. დღესვე, ლოტოტრონის პრინციპით ასეთი ორი უბანი…