1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა, _ აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დაწესებულებებსაც.
სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგები გამოცხადებულია სკოლებში.
ამასთან, საბჭომ იმსჯელა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როგორც ცნობილია, 20 დეკემბერს ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი – „ომიკრონი“, რასთან დაკავშირებითაც საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა. „ომიკრონის“ გავრცელებით გამოწვეული ახალი გარემოებების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია დამატებითი შემსუბუქების ღონისძიებებზე გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ღამის კლუბების გახსნა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების აუცილებლობა არ დადგეს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების აღსრულება შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 916 477 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 869 411 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 001 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5 488 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მსგავსი სტატიები
- 47ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 4650 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების…
- უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმსჯელა45გუშინ, 13 ივლისს, მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ინფიცირების შემთხვევების მატების დინამიკა. აღინიშნა, რომ ამ ფონზე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას,…
- 45ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 42საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…