„ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს იყო საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს იყო ქართულ – აფხაზურ ურთიერთობათა მტრობა, მეტიც – დიდი მტრობა. თუნდაც იმიტომ, რომ შანსი მშვიდობიანი მოგვარებისა ჯერ კიდევ არსებობდა“. – ასე ეხმაურება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების თარიღს. მისი თქმით უკანასკნელ ხანებში აფხაზეთის პოლიტიკის გავლენიან ფიგურებთან ურთიერთკეთილგანწყობილი შეხვედრებისა. სატელეფონო საუბრების დროს ხაზგასმით იყო ამაზე საუბარი. _ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში „თეთრების“საშუალებით ახმოვანებს.
„1992 წლის 15 აგვისტოს თბილისიდან სოხუმს გავემგზავრეთ (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) ბატონები გოგა ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, დავით ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე და მე. სოხუმის გარეუბანში ე.წ. სამთავრობო რეზიდენციაში შევხვდით აფხაზეთის პარლამენტის ქართულ ჯგუფს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს, ბატონ გია გვაზავას. იქ იყო ბატონი თენგიზ კიტოვანიც, რომელმაც, როგორც იქვე დადასტურდა, სახელმწიფო საბჭოს დანარჩენ სამ ხელმძღვანელთან (ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი) შეუთანხმებლად მიიღო ეს დამანგრეველი გადაწყვეტილება.
ორმოცდაათამდე კაცს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს სამთავრობო ტელეფონით დარეკა შევარდნაძემ. ყურმილი გოგა ხაინდრავამ აიღო. შევარდნაძე ითხოვდა კიტოვანთან დალაპარაკებას, რაზეც კიტოვანმა უარი განაცხადა:“ვიცი მეტყვის, რატომ შეიყვანე ჯარი და მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასო“ თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, ომი პრაქტიკულად დაწყებული იყო და მისი შეჩერება იმ ეტაპზე შეუძლებელი, რაც დადასტურდა ჩვენი შეხვედრის დროს აფხაზურ მხარესთან, რომლის შემადგენლობაში ვლადისლავ არძინბას გარდა ყველანი იყვნენ აფხაზეთის მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბაღაფში და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.
მისივე თქმით, მაღალი რანგის ქართველი სამხედრო ოფიცრები უდიერად მოექცნენ აფხაზეთის სახელმწიფო დროშას და პრაქტიკულად გაანადგურეს სამხედრო შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა.
„მძიმეა, რასაც ვამბობ, მაგრამ ამის დამალვას ღმერთი არ გვაპატიებს. ისევე, როგორც ღმერთი არ აპატიებს აფხაზურ მხარეს, თუ ისინიც არ მოინანიებენ , არ აღიარებენ ქართველებისა და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების არაერთ ფაქტს. ღმერთი არ აპატიებთ იმასაც, თუ ყველაფერი სწორად და ზუსტად არ ითქმება ჟიული შარტავას წამებით მოკვლასთან დაკავშირებით. მხოლოდ სინანულს, გულწრფელობას, შეცდომათა აღიარებას შეუძლია აფხაზის, როგორც ეროვნების გადარჩენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
მსგავსი სტატიები
- 72საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 72"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 70ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 6728 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 67დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…