გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ფონზე რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გურიაში აზერბაიჯანული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რეპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობების ფონზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის რეგიონულ ჭრილში გაფართოება. გენერალურ კონსულთან განვიხილე აზერბაიჯანული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გურიაში. სამხარეო ადმინისტრაცია გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საკონსულოსთან, მოხდება მათ მიერ მოწოდებული კონკრეტული წინადადებების განხილვა და რეგიონის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ როგორც ჩვენთან წარმოებული პროდუქციის ექსპორტს , ასევე, აზერბაიჯანული კერძო ინვესტიციების შემოსვლას გურიაში“,- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მსგავსი სტატიები
- 73
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი. - 69
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას და დევნილ მოსახლეობას შეხვდა. განიხილეს დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევები და შეთანხმდნენ, რომ სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები აქტიურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე დროული რეაგირება… - 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, როგორ გაძლიერდეს კოორდინაცია და უწყებათშორისი თანამშრომლობა. გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და ერთიანი მუშაობის ფორმატი აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და მოსახლეობის ინტერესებზე სწრაფი რეაგირებისთვის. - 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორგანიზაციის რესურსებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.