საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები:
მდინარე ორპირას კალაპოტისა და მიმდებარედ რეკრეაციული ზონის მოწყობა;
გორაბერეჟოულის ტყე-პარკის აღდგენა;
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია;
სოფელ შუა ამაღლებაში შატოსთან მისასვლელი გზის მშენებლობა;
უდაბნოს მამათა მონასტერთან დამაკავშირებელი გზის და ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
” ტურიზმი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს დარგი ეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას.
აღნიშნული პროექტები კი ამ ყველაფრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ” – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
პროექტები ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
მსგავსი სტატიები
- 74საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს. ჩოხატაურში აქტიურ ფაზაშია: მდინარე ორპირას კალაპოტისა და მიმდებარედ რეკრეაციული ზონის მოწყობა, გორაბერეჟოულის ტყე-პარკისა და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, სოფელ…
- 53დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 48გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მიმდინარეობს სოფელ ჩიბათიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში შესასვლელი გზის და მდინარე ფიჩორის სანაპიროზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები. ასევე, სოფელ…
- 47საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 43ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…