ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია “ორევასთან” – ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი.
შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი და სამი დაცვის თანამშრომელი.
გუჯარათის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდარის გამოსაძიებლად ხუთკაციანი სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი შეიქმნა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, სავარაუდოდ, მორბის დღეს ეწვევა. მისი განცხადებით, დაღუპულთა ოჯახები პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნული ფონდიდან კომპენსაციას მიიღებენ.
დაღუპულთა კრემაცია სავარაუდოდ დღეს დაიწყება.
ხიდი ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 ოქტომბერს ნახევარწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს შემდეგ, საზეიმოდ გახსნეს.
30 ოქტომბერს, ხიდზე და მიმდებარედ დღესასწაულის საზეიმოდ 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. სიმძიმისგან ბაგირები, რომლებზეც ხიდი ეკიდა, გაწყდა.
მსგავსი სტატიები
- 85სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 83ერთ-ერთმა დაკავებულმა გასაბერ ბანანზე მჯდომი 4 პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში... შსს-ს - ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს - ერთ-ერთმა დაკავებულმა ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში და სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ…
- 74ისრაელის ხელისუფლებამ არაბული წარმოშობის რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, მიზეზი სოციალურ ქსელებში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქტივობა გახდა. დაკავებულებს შორის არის ცნობილი მომღერალი დალალ აბუ ამნა, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული "დესტრუქციულ ქცევაში" დაადანაშაულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მისმა პოსტებმა შესაძლოა მომღერლის გულშემატკივრებში…
- 72დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა…
- 72გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…