თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სკვერს და ქუჩას მომღერლის, ფოლკლორისტის და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა.
კვერის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, ასევე ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ნინო ვარდოსანიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საკრებულოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში მდებარე სკვერსა და ქუჩას მიანიჭა, რომელიც დღეს გავხსენით. ეს მხოლოდ მცირედი გამოხატულებაა იმ მადლიერების, რასაც ბატონი ჯემალი ყველა იმ ქართველისგან იმსახურებს, რომლისთვისაც ქართული ხელოვნებაა ძვირფასი“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიორგი ტყემალაძემ მიმართა და ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა. ოფიციალურად გავხსენით ბატონი ჯემალის სახელობის ქუჩა და სკვერი. ფასდაუდებელია ჯემალ ჭკუასელის ღვაწლი ქართული სამუსიკო ფოლკლორის გადარჩენის, აღორძინებისა და შენარჩუნების საქმეში. ამ ქუჩის და სკვერის არსებობა უამრავ ჯილდოსთან და ტიტულთან ერთად, ბატონი ჯემალისადმი სიყვარულის და პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურებაა“, -_აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ისაუბრეს. მათ შორის მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გია ბაღაშვილმა, „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და სხვა გამომსვლელებმა.
pia.ge
მსგავსი სტატიები
- 91დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 86გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 86სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 851918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 85სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…