უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, – ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. (ipn ინფორმაცია)
„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – წერს არესტოვიჩი.
შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც, ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს“.
მსგავსი სტატიები
- 54ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 51დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 42"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 42პროექტი „ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენცია“- ხორციელდება „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში სკოლის პედაგოგებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“, ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც უძღვებოდნენ: საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“. „ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება…
- 40ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…