დღეს ქალთა უმაღლესი ლიგის (ზედა ჯგუფი) 22-ე ტურში ქსკ „ლანჩხუთი“ ქსკ „ნიკე-ლუსოს“ მასპინძლობდა. მატჩი გვიმბალაურში იყო დანიშნული.
ამ მატჩის წინ „ნიკე ლუსოს“ 63, ხოლო „ლანჩხუთს“ 60 ქულა ჰქონდა.
.საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონის ბედს არკვევდა, მსაჯის სასტვენისა და ბურთის გათამაშებისთანავე ლანჩხუთელმა ფეხბურთელმა ბურთი მოედნის გარეთ გადააგდო, რის შემდეგაც გუნდმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ლანჩხუთელი გოგონები აუტის ხაზისაკენ დაიძრნენ, საიდანა ბანერი აიღეს, რომელზეც ეწერა:
„მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“
ამის შემდეგ ქსკ „ლანჩხუთმა“საფეხბურთო მოედანი დატოვა. მათ ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ. მოედნის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ქსკ „ლანჩხუთმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საგანგებო განცხადება!
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული.
სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე („ნიკე-ლუსო“) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს, ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!“ _ აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
ლანჩხუთის კლუბის პროტესტის მიზეზი გასულ კვირაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გახდა, რომელმაც სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.
20 წლის ფეხბურთელი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი) კლუბის ყოფილ მფლობელს 2025 წლის დეკემბრის წვეულების შემდეგ ძალადობაში ადანაშაულებდა. თავად ბიზნესმენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. პროკურატურა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ტექნიკური წაგების გარდა თუ რა სანქციას დაუწესებს სფფს ქსკ „ლანჩხუთს“ ჯერ-ჯერობით უცნობია.
მსგავსი სტატიები
- 88
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 88
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 85ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 83
29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ… - 83ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…