რამდენიმე წუთის საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაკიჯვარი იყო.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.

როგორც სოფელ ასკანის მკვიდრმა რევაზ ცქვიტინიძემ გვითხრა, მიწისძვრის ბიძგები საგრძნობლად დიდი იყო, სახლის კედლები „ზანზარებდა“ და ხალხი შეშინებული სახლებიდან გამორბოდა.

სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პედაგოგის ხათუნა ჭეიშვილის თქმით, მან მობილურზე აპლიკაცია მიიღო, სადაც მიწისძვრის სიმძლავრე 4,8 მაგნიტუდაა დაფიქსირებული  და ვარაუდს გამოთქვამენ განმეორებითი ბიძგების შესახებ.

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 48
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 48
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 47
    კობა ბანძელაძე: _ „ჩვენი ცენტრი კიდევ ბევრ ლამაზ ღონისძიებას გპირდებათ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი არაერთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორია. მათი ოფისი მეორე წელია სოფელ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ლამაზ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.300-კაციანი  დიდი საკონცერტო დარბაზი, სამუშაო ოთახები ანსამბლების რეპეტიციებისა და წრეების მუშაობისთვის, ერთადერთი ქალაქის ცენტრიდან დაშორებულნი არიან, თუმცა ქ. ოზურგეთის ცენტრიდან სოფელ ოზურგეთის ცენტრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა ამ პრობლემას მოხსნის.…