„განსაკუთრებული შიშისა და პანიკის საფუძველი არ გვაქვს“, _ ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა განაცხადა.

გეოლოგი აცხადებს, რომ ეს საშუალოზე დაბალი სიმძლავრის მიწისძვრა არის.

„ეს მიწისძვრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა, თუმცა მოგვიანებით ეპიცენტრმა ოდნავ გადაინაცვლა ბახმაროსკენ. მაგნიტუდა არის 4.3. საბედნიეროდ ეს არ არის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. საშუალოზე სუსტი მიწისძვრაა. არ გვაქვს ინფორმაციას რაიმე დაზიანდა, თუ არა კონკრეტული მიწისძვრის შედეგად. ეს არის საშუალოზე დაბალი სიმძლავრის მიწისძვრა, იმაზე სუსტი, ვიდრე 2002-ში თბილისში მომხდარი.

აქამდეც ხდებოდა მიწისძვრა და ამის შემდეგაც მოხდება მიწისძვრები და ნეგატიური კავშირი თურქეთის  მიწისძვრასა და დღევანდელ მოვლენას შორის არ არის. განსაკუთრებული შიშისა და პანიკის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად. გადამეტებული საფრთხე არ არსებობს“, _ აცხადებს ლაშა სუხიშვილი.

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 63
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 62
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 62
    „ეს ცენტრი უნდა იყოს ქართული კულტურის განვითარების კერა“საფრანგეთში მდებარე ლევილის ქართველთა მამული ოფიციალურად გაიხსნა. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი  გადაიქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. ლევილის მამული 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ლევილის მამული შეიძინა. 2016 წელს  ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის მთავრობის ანდერძის…