პარლამენტთან სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სპეცრაზმელები პარლამენტის გვერდით ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით წყლის ჭავლს ჯერ კიდევ უშვებენ. ასევე, იყენებენ ცრემლსადენ გაზს.

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი ჟურნალისტების მიმართულებით გაუშვა. ერთ-ერთი, ვინც ამ დროს დაშავდა გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მერაბ ცაავა.